დაგვიკავშირდით info@lawpractice.ge
+ (995) 599 999 007


მმართველი პარტნიორი

archil mchedlidze

არჩილ მჭედლიძე

მმართველი პარტნიორი

ტელ.: +(995) 322 999 007

მობ.: +(995) 599 999 007

მისამართი: თბილისი 0102,
მარჯანიშვილის ქუჩა №5

ელ-ფოსტა: archil.mchedlidze@lawpractice.ge

vCard: არჩილ მჭედლიძე

The Legal 500 - The Clients Guide to Law Firms   The Legal 500 - The Clients Guide to Law Firms   The Legal 500 - The Clients Guide to Law Firms

სამუშაო გამოცდილება:

შპს "არჩილ მჭედლიძის იურიდიული კომპანიის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. არის წამყვანი ექსპერტი საერთო სპეციალიზაციით (სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საერთაშორისო სამართალი). წლების მანძილზე წარმატებით ემსახურება კლიენტებს სამართლის შემდეგ დარგებში: საკორპორაციო (ბიზნეს) სამართალი, საგადასახადო და საბაჟო სამართალი, უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომითი ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, სადაზღვევო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, საბანკო და საფინანსო სამართალი, გაკოტრების სამართალი, ლიცენზიები და ნებართვები, პრივატიზაცია და ლეგალიზაცია, ნავთობის, გაზის და ელ. ენერგიის სამართალი. იგი წარმოადგენს მხარეებს სასამართლოში და არბიტრაჟში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იურიდიული კომპანიის დაფუძნებამდე არჩილი მუშაობდა აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია UBC International-ში (PKF Georgia) იურისტის პოზიციაზე. სადაც ჩართული იყო უმსხვილეს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. იგი ძირითადად მუშაობდა კორპორატიული, საგადასახადო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში. მას გააჩნია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების წარმომადგენლობის დიდი გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში, სამივე ინსტანციის სასამართლოში და არბიტრაჟში. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

 

განათლება:

Master of Laws (LL.M.), Chicago-Kent College of Law (IIT), Chicago, Illinois

დანტე ალეგიერის სახელობის უნივერსიტეტი, რომი, იტალია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრი)

 

ტრეინინგები და სერტიფიკატები:

სერტიფიკატი, სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელი;
მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებლის სასწავლო კურსის წარმატებით გავლისთვის;
ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
სერტიფიკატი კურსის გავლისთვის - "პრაქტიკული სამოქალაქო სამართალი". იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ადვოკატთა ტესტირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი - სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;
სერტიფიკატი - "ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების" სასწავლო კურსის წარმატებით გავლისთვის. ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია;
დიპლომი - დანტე ალეგიერის სახელობის უნივერსიტეტი.

 

უცხო ენები:

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს.



Archil Mchedlidze's Law Firm
Phone: + (995) 599 999 007
Url:
cash, check, credit card, invoice
6, Marjanishvili St. (Green Building)
Tbilisi, 0102